ART FOLK BUSSINESS CARD

კულტურის ინსტიტუტი 2019 წლის 21 ივლისიდან იწყებს ქორეოგრაფ-რეპეტიტორთა მომზადებისა და გადამზადების ერთწლიან და ორწლიან კურსს. ჯგუფში, გასაუბრების გზით, ჩაირიცხებიან 9 და 12 კლასდამთავრებულები. მსურველებს უნდა ჰონდეთ სხვადასხვა საბავშვო, ახალგაზრდულ, სამოყვარულო ან კიდევ პროფესიულ ანსამბლებში მუშაობის (ცეკვის) პრაქტიკული გამოცდილება.

სწავლებას აქვს დასწრებულ-დაუსწრებელი ფორმა. წლის განმავლობაში მსმენელებს წაეკითხებათ თეორიული ლექციები და ჩაუტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები. ამის შემდეგ ისინი მიიღებენ ინდივიდუალურ დავალებებს, რომელსაც მომდევნო შეხვედრაზე შეამოწმებს პროფესიონალ-ქორეოგრაფთა სპეციალური ჯგუფი. ინსტიტუტის მსმენელებს ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობას ჩაუტარებენ ქორეოგრაფიული ხელოვნების ცნობილი ოსტატები, პედაგოგიკისა და ქორეოლოგიის აღიარებული სპეციალისტები. კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სპეციალურ სერთიფიკატს (დიპლომს) ქორეოგრაფ-რეპეტიტორის კვალიფიკაციის მითითებით ასევ გაიცემა UNESCO CID სერტიფიკატი. ინსტიტუტში სწავლა ფასიანია. სწავლის სრული ერთწლიანი კურსის ღირებულება შეადგენს 1500 ლარს. თანხის გადახდა შესძლებელია ეტაპობრივად. ქორეოგრაფ-რეპეტიტორთა მომზადებისა და გადამზადების ერთწლიან კურსის აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების სია 1. პირადობის მოწმობის ასლი; 2. 2-ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4; 3. განათლების ცენზის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 4. ცნობა დღევანდელი სამუშაო ადგილიდან (რომელ ანსამბლში მუშაობს ან ცეკვავს); (მე-4 პუნქტი არ ეხება პირებს, რომლებიც დღეისათვის არანაირ საჯმიანობას არ ეწევიან); 5. განცხადება (სპეციალური ფორმა ივსება ადგილზე

საკონქტაქტო ინფორმაცია: თბილისი ცოტნე დადიანის ქ. #26 მობ: 593148326; 599556928; ტელ-Fax: (+995 32) 354841; www.artfolk.ge E-mail: [email protected]. [email protected]. murman_gtu@mail;

More by STUDIO-MB

View profile